სასწავლო პროექტი


კვება, ჰიგიენა და სპორტი –
 ჯანმრთელობის საწინდარია!



პროექტის მთავარი იდეა:  იცხოვრონ  ცხოვრების ჯანსაღი წესით!

პროექტის აქტუალობა: გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას! დაიცვან პირადი ჰიგიენის წესები. მიიღონ მონაწილეობა სპორტულ–გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში! იკვებონ ეკოლოგიურად სუფთა საკვებით!

პროექტის მიზნები: მიეცეს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაუფლების შესაძლებლობა, განსაზღვრონ თუ რა არის ჯანმრთელობა, ჰიგიენის წესების დაცვა, საკვები პროდუქტების მნიშვნელობა ორგრნიზმისათვის. გააცნობიერონ  კვების ჰიგიენის დაცვაში კბილების მოვლის მნიშვნელობა, სპორტულ–გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების მნიშვნელობა და აუცილებლობა.

მონაწილეთა ასაკი: 8–9 წელი.

ხანგრძლივობა: 1 კვირა.

მოსალოდნელი შედეგები: ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას, განიხილავენ პროექტის აქტუალურ საკითხებს, გამოუმუშავდებათ კვლევა–ძიებისა და ურთიერთთანამშრომლობის ჩვევები. მიეჩვევიან პრეზენტაციის ჩვენება– წარდგენას, აზრთა გაზიარებას.

ძირითადი რესურსები: ბუნების და ქართული ენის სახელმძღვანელოები, სატელევიზიო რეკლამები, ინტერნეტი. ადამიანური რესურსი: ოჯახის ექიმი.

პროექტის მსვლელობა: 
I დღე   
აქტივობა 1 თემის შერჩევა
აქტივობა 2  ირჩევენ თემას: კვება, ჰიგიენა და სპორტი – ჯანმრთელობის საწინდარია!
აქტივობა  3  შევარჩევ  ჯგუფებს განსაკუთრებული საჭიროებიდან გამომდინარე .
დღე 2    
აქტივობა 4  ჯგუფებს გავუნაწილებ დავალებებს:  დაურიგდებათ  ჩემს მიერ წინასწარ  შედგენილი კითხვარები, რომელზედაც უნდა იმუშაონ, მოიძიონ მასალები და წარმოადგინონ პროექტი კლასის წინაშე.

I ჯგუფი
  • რომელი საკვები გვაძლევს მეტ ენერგიას? ნაკლებს?
  • რა მნიშვნელობა აქვს ხორცისა  და რძის პროდუქტებს ორგანიზმისათვის?
  • რატომ არის აუცილებელი ხილისა და ბოსტნეულის მიღება ყოველდღიურად?
  • რატომ არ შეიძლება ხანგრძლივად უცხიმო საკვების მიღება?
  • მცენარეული საკვები უფრო მდიდარია ვიტამინებით თუ ცხოველური? როგორ ფიქრობთ დ რატომ?
  • რატომ არის აუცილებელი მივიღოთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი?

2 ჯგუფი
  • რაში გვეხმარებიან კბილები?
  • როგორ ვუვლით კბილებს?
  • რომელი აუცილებელი ნივთებია საჭირო კბილების მოსავლელელად?
  • რას შეძლებ კბილებზე ზრუნვით?
  • რომელი აუცილებელი წესები უნდა გამოიყენო კბილების მოვლისას?


3 ჯგუფი
  • რატომ არის ვარჯიში და თამაში ჯანმრთელი ცხოვრების წესის დაცვისათვის აუცილებელი პირობა?
  • რატომ არის აუცილებელი გაერთიანდე სპორტულ სექციებში?
  • რომელი სპორტის სახეობებია საჭირო სხეულის გაკაჟებისათვის?
  • რომელი ვარჯიშია თქვენთვის სახალისო?
  • რომელი სპორტის სახეობას დაუთმობდი ადგილს შენს ცხოვრებაში?
  • რატომ არის ვარჯიში და თამაში ჯანმრთელი  ცხოვრების ცხოვრების წესის დაცვისათვის აუცილებელი პირობა?


აქტივობა 4
ჯგუფები აკეთებენ პრეზენტაციას კლასის წინაშე.
აქტივობა 5
გაუზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს. ჯგუფებმა თავიანთი ნამუშევრებიდან გააკეთეს საერთო დასკვნა: იცხოვრონ დევიზით: ,,ჯანმრთელობა ყველაფერი არ არის, მაგრამ მის გარეშე ყველაფერი – არაფერია’’.
აქტივობა 6
ოჯახის  ექიმი აკეთებს კომენტარს თითოეული ჯგუფის პრეზენტაციაზე, აძლევს მათ რჩევა – დარიგებას.

კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან: 

ქართული ენა და ბუნებისმცოდნეობა.

ქართ. IV. 10. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება ინფორმაციის მოსაძიებლად და კონკრეტული საკითხის დასამუშავებლად. 
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ აზუსტებს, რამდენად დარწმუნებულია პასუხის სისწორეში (დარწმუნებული ვარ, თითქმის დარწმუნებული ვარ, არა ვარ დარწმუნებული);
·         აღწერს, რა გზით მოახერხა ამა თუ იმ საკითხავი ამოცანის გადაჭრა; ადარებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხს და გამოთქვამს მოსაზრებას იმის შესახებ, თუ რომელი მიდგომა იყო უფრო მისადაგებული/ეფექტური და რატომ;

ბუნ.IV.9.მოსწავლეს შეუძლია  პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის  წესების  დაცვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         საუბრობს ზოგიერთი  საკვები პროდუქტის  შენახვის წესებზე და ამ წესების დაცვის აუცილებლობაზე;
·         აფასებს საზოგადოებრივი კვების და სავაჭრო ობიექტის (მაგ., სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ობიექტები) შესაბამისობას ჰიგიენურ ნორმებთან და ამის საფუძველზე აკეთებს არჩევან თუ სად შეიძლება შეიძინოს საკვები.

პროექტის ხელმძღვანელი: ია გურაბანიძე.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: iagurabanidze@gmail.com